Thursday, December 20, 2012

Motivations


შენ იცი, რომ დროა ივარჯიშო. ჭამო ნაკლები ცხიმი და მეტი ბოსტნეული.
იცი რომ მეტი უნდა ისწავლო და იფიქრო
იცი რომ დროა რუტინას შეეშვა და საინტერესო საქმიანობით დაკავდე.

მაგრამ ცოდნა და თქმა ერთია, მცდელობა და შედეგი კი მეორე.
იცი, რომ სოციალურ ქსელს ნაკლები დრო უნდა დაუთმო.

ახლა შენ უნდა წერდე წიგნს, სწავლობდე საოცნებო ენას, უკრავდე გიტარაზე ან თუნდაც  ოთახის დეკორაციას ცვლიდე.
იცი, რომ ახლა მონიტორს არ უნდა მიშტერებოდე, მაგრამ არაფერს ცვლი.

რამდენი ორშაბათია უნივერსიტეტში არ წხვედი, რამდენი პირველი რიცხვიდან დაიწყე სატრენაჟორო დარბაზში სიარული, რამდენი შაბათია დაგეზარა დილით სირბილი და რამდენი წელია, იცი რომ ყველაფერს რასაც უნდა აკეთებდე, არ აკეთებ.

შენ ასჯერ მაინც გაქვს გათვლილი ყველა ნაბიჯი, რომელიც სასურველი მიზნის მისაღწევად უნდა გადადგა. და სწორედ ეს ცოდნა გაკავებს.

გინდა იცხოვრო ჯანმრთელად? - ჭამე მეტი ხილი და ბოსტნეული
გინდა უკეთეს ფორმაში იყო? - ივარჯიშე
გინდა წიგნი დაწერო? - ეს ოხერი პირველი წერტილი მაინც დასვი
გინდა იაპონური ისწავლო? - იმეცადინე

და რას აკეთებ შენ?

კითხულობ ათას სისულელეს
ლაპარაკობ გაუთავებლად
გადაგაქვს ყურადღება
თავს გრძნობ დამნაშავედ
ივიწყებ
გადაწყვეტ რომ დროა საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდო
და მერე ისევ იგივეს იმეორებ.

ლაპარაკი საქმე, მხოლოდ ორატორებისთვისაა.
შენთვის არა.
კითხვა საქმე მაშინაა, როცა მეტი წიგნის წაკითხვას გადაწყვეტ.

და ერთადერთი რამ, რამ ამ ყველაფრისგან გაშორებს, შიშია.
შიში, რომ რაღაც არ გამოგივა, შიში, რომ ვიღაც შენზე უკეთესია, შიში რომ საკმარისი ძალა არ გაქვს.

რატომ გირჩევნია Facebook ზე ან სკაიპში უაზრო საუბარი ვარჯიშს? იმიტომ რომ არ იცი საიდან დაიწყო. იმიტომ რომ ცვლილებებს გაურბიხარ. იმიტომ რომ გეშინია ვიღაცის თვალში იდიოტად არ გამოჩნდე, როდესაც ბარში ლუდის მაგივრად მინერალურ წყალს შეუკვეთავ. იცი, რომ ისედაც ცოტა გაქვს და არ გინდა ესეც დაკარგო.

შენ გეშინია, არ გამოხვიდე ცუდი მასწავლებლი, რეჟისორი, მენეჯერი, აგენტი, სპორტსმენი, მუსიკოსი, მხატვარი ან თუნდაც დედა.შენ გეგმავ ათას უაზრო სტრატეგიას რომ თავი გაიმართლო, იმიტომ რომ მერე გული არ გეტკინოს.

შიში ტრაგედია არაა.
მთელი ცხოვრება ამ შიშით ცხოვრებაა ტრაგედია.