You are not different with your friends, who are all the same.
დიდი ხანია, რაც ქართული, მამაპაპური სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა. ის ნეტარი დროც წავიდა, როცა დახეული ჯინსის და "ბლუზ ბოქსში" ნაყიდი დიმუ ბორგირის ან თუნდაც ლედ ზეპელინის ჩანთის გამო ქუჩაში ვინმეს სცემდნენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, ეხლა არამაინსტრიმია მეინტრიმი. ვერაფრით შევედავები. გადაშენების პირას არიან მისული ქურდული მენტალიტეტის მატარებელი მამრები. უმეტესობამ, ბრწყინვალე ძველ ბიჭური მომავალი ფეხებზე დაიკიდა, ბანკში მუშაობა და კლუბებში სიარული დაიწყო. ვარდისფერი პერანგი, სექსუალური ორიენტაციის პირდაპირ პროპორციული აღარაა. აზროვნების არეალი ასე თუ ისე გაფართოვდა. მოკლედ, გვეშველასავით.და მაინც , საზოგადოების ერთი ნაწილი ძველსა და ახალს შორისაა გაჭედილი, ცალი ხელით გენეტიკურ მარაზმს ეპოტინება, მეორე ხელით კი "პრადვინუტი" ტიპის იმიჯს. ეს დაახლოებით ის კონტიგენტია, ცოლად არაქალიშვილს რომ მოიყვანენ, რატომაც არა, მაგრამ და, მაქსიმუმ პირველ საათზე სახლში უნდა იყოს. უბანზე კაი ტიპის იარლიყი კვლავაც აქვთ შერჩენილი, აბა ჩმორები ხო არ იქნებიან. ახალგაზრდობაში, piczo.com - ზე, ვაკის, ვერის, მთაწმინის და საბურთალოოოოოოს ყველაზე სიმპატიურ/ლამაზებში მოწინავე ადგილები ეჭირათ, ეხლა Facebook ის "ყველაზე გამორჩეუელებეეეს" დასცინიან, იმიტომ რომ გოიმობაა.
მეორე ნაწილი ერთი უკიდურედობიდან მეორეში გადავარდა, კერკეტი კაკლის ნაჭუჭში მყუდროდ მოკალათდა და ცხვირის გაყოფის მცირეოდენ პერსპექტივაზეც კი აჟრიალებს. ამ "კუტოკში" რომ იტრიალო, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდე რამდენიმე უუუუუმნიშვნელოვანეს სტანდარტს. პირველ რიგში დაშტამპურ აზროვნებას უნდა ეწინააღმდეგოდე, მაგრამ რიგი და რიგი შტამპების გარეშე ვერც შენ იქნები " პრადვინუტი, ლიბერალი და მოაზროვნე ტიპი. "
პირველ რიგში, მაგარი "ყლეზე მკიდია" უნდა იყო. აი ყველა და ყველაფერი ყლეზე უნდა გეკიდოს, ისე არ დაგაფასებენ. უნდა უსმენდე კარგ მუსიკას, მაგრამ ლეიდი გაგას რეპერტუარის აზრზეც იყო, იცოდე რამდენიმე "კლუჩავოი" ავტორი, სადმე საუბარი რომ ჩამოვარდეს, ხომ მოგეჭრა თავი. ადამიანი, რომელთანაც 20 mutual friend მაინც არ გყავს FB ზე, ადამიანთა რიგებში არ განიხილება, მითუმეტეს თუ "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" და "მე მიყვარს ჩემი საქართველო" აქვს დალაიქებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო რელიგიური, მაგრამ არც ათეისტი. უბრალოდ ფეხებზე უნდა გეკიდოს და მორწმუნე ადამიანების IQ ის ეჭვის თვალით უყურებდე. 20 წლის ქალიშვილი ცოდოა, ის ხომ ქართული მენტალიტეტის ტყვეობის მსხვერპლია. ლიბერალურად უნდა იყო განწყობილი LGBT საზოგადოების მიმართ, ერთი ორი მეგობარიც უნდა გყავდეს და ამ თემაზე საუბრისას ათასჯერ დასძინო, რომ "ადამიანებს როგოც მოსწონთ ისე ცხოვრობენ." სქინი ჯინსი კარგია, ოღონდ დაკუნთულ, მაღალ ტიპებზე, გამხდარი და დაბალი სქინი ჯინსიანი ბიჭის ორიენტაცია, გულის სიღრმეში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იდგეს. უნდა ამბობდე რომ არასდროს მოიყვან ცოლს, ან გათხოვდები, შენ ხომ რიგითი ქართველი არ ხარ, არ ყოფილხარ და არც იქნები. დაოჯახება შენი ცხოვრებისეული თვითმიზანი არაა, არც ბავშვების გაგდება და იმათი პამპერსების ცვლა. ბევრიად უფრო მეტი პერსპექტივა გაქვს ცხოვრებაში. მაქიმალურად უნდა ეტანებოდე ალკოჰოლს, სხვანაირად უბრალოდ მოწყენილობით მოკვდები, მართლაც "ამდენ მთვრალს ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალით." აუცილებლად უნდა დადიოდე, თბილისის რამდენიმე ასე თუ ისე underground ადგილას და მეპატრონიან დამლაგებლიანად ყველა "კაი გამარჯობას" გეუბნებოდეს. სახინკლე გოიმობაა, შაურმა უფრო. ღვინო - მხოლოდ წითელი. ლუდი - დიდი რაოდენობით. რედბულ ვოდკა და მოჰიტოც, თუ ხელფასიდან 1 კვირაზე მეტი არაა გასული. მერე ისევ ლუდი. ამ ყველაფრის ფონზე ღრმად უნდა იყო დარწმუნებული შენც ინდივიდუალიზმში. არ ხარ ესეთი, იმიტომ რომ სხვანაირი უბრალოდ ცუდი ტიპი იქნები, მუდამ ასეთი იყავი და იქნები.
საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოჩვენებითი და სანახევროა, არ აქვს მნიშვნელობა პარასკევი-შაბათი მონასტერში დავდივართ თუ კაფე გალერიში, უბანზე ვბირჭაობთ თუ კანუდოსის ფანტანთან, კლუბში ვსვამთ თუ სახინკლეში, დედას ვერ ვაკადრებთ თუ მამას, თავისუფალ დროს 9gag ზე ვატარებთ თუ tumblr ზე, პიზდეცინტელექტუალები ვართ თუ კაი ბიჭები და გოგოები, ფაქტია, რომ ძველი სტერეოტიპები, ყოველთვის ახლით ნაცვლდება, და სიტყვა "კარგსაც" პირდაპირ ვერავინ განმარტავს. უბრალოდ ყველა ვცდილობთ დროს არ ჩამოვრჩეთ და გავხდეთ ისეთები როგორსაც კონკრეტული საზოგადოებები მიგვიღებენ.
და აი სად გვენძრა.
სგ. ჩემი აზრები იბაზრე
ReplyDeleteპირველი კომენტარი <3 არ მეგონა ოდესმე ვინმე თუ წაიკითხავდა
ReplyDelete