ექსპერტი : ამ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ თუა, რაც ლოგიკას ექვემდებარება.
ზოგიერთი რამ, ყოველთვის პირდაპირპროპორციულია.'
მე : მაგალითად.
მე არ ვარ ცუდათ. მე არასდროს ვარ ცუდ ხასიათზე.
იმისთვის, რომ ცუდათ იყო, უნდა მოხდეს რამე, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებს.
არაფრის გამო ცუდ ხასიათზე ვერ იქნები.
ჩემი არაფერი კი ჩემივე ყველაფერია.
ექსპერტი: ზოგადად იაპონელებს ძალიან უყვართ უცნაური ნივთების გამოგონება. მაგალითად "ბრჭყვიალა ფეკალური მასები" ჭამ გარკვეული რაოდენობის ბრჭყვიალა მასას და მერე შენი ორგანიზმი ბრჭყვიალა ფეკალურ მასებს გამოყოფებს. იდიოტი იაპონელები.
მე: გაუმარჯოს იაპონელებს! არსებობენ ადამიანები, რომელებიც საკუთარ ცხოვრებას ზუსტად იგივეს უშვებიან. წარმოსახვით ბრჭყვიალებას ყლაპავენ და მერე უხარიათ.
გაუმარჯოს გამოყლევებულ ადამიანებს!
ექსპერტი : ზოგადად გამოყლევებული ადამიანები ყოველთვის ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა რამდენიმე პრიმიტიული საკითხისა, ისახავენ მიზანს და მერე თავისი გამოყლევებული მეთოდებით ამ მიზანს აღწევენ.
მე : გაუმარჯოს გამოყლევებულ მეთოდებს და პრიმიტიულ საკითხებს! ვინ აძლევს ადამიანებს უფლებას გადაწყვიტონ ვინაა გამოყლევებული და ვინ პრიმიტულად აზროვენებს?
ექსპერტი : მე.
მე: მოდი დავთვალოთ. ცხოვრებაში რამდენჯერ გადაგიწყვეტია, რომ ვიღაც ყლეა?
ექსპერტი: ბევრჯერ
მე : და რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა რომ გამოყლევებული ბევრად უკეთაა ვიდრე შენ
ექსპერდი: სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა. ისინი არიან კარგად, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოყლევებულები არიან, ვერ ხედავენ, არ ესმით, კმაყოფილები არიან. შენ გინდა იყო ეგეთი გამოყლევებული?
მე: მე არცერთი მინდა. მე მარტო ის მინდა, რომ ჩემი ყველაფერი ყველაფერი იყოს და არა არაფერი.