Friday, December 6, 2013

ექსპერტი და მე

                                                                                                       
ექსპერტი : ამ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ თუა, რაც ლოგიკას ექვემდებარება.
ზოგიერთი რამ, ყოველთვის პირდაპირპროპორციულია.'
  
მე : მაგალითად. 
      მე არ ვარ ცუდათ. მე არასდროს ვარ ცუდ ხასიათზე.
      იმისთვის, რომ ცუდათ იყო, უნდა მოხდეს რამე, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებს. 
      არაფრის გამო ცუდ ხასიათზე ვერ იქნები.
      ჩემი არაფერი კი ჩემივე ყველაფერია. 


ექსპერტი: ზოგადად იაპონელებს ძალიან უყვართ უცნაური ნივთების გამოგონება. მაგალითად  "ბრჭყვიალა ფეკალური მასები" ჭამ გარკვეული რაოდენობის ბრჭყვიალა მასას და მერე შენი ორგანიზმი ბრჭყვიალა ფეკალურ მასებს გამოყოფებს. იდიოტი იაპონელები.

მე:  გაუმარჯოს იაპონელებს! არსებობენ ადამიანები, რომელებიც საკუთარ ცხოვრებას ზუსტად იგივეს უშვებიან.  წარმოსახვით ბრჭყვიალებას ყლაპავენ და მერე უხარიათ. 
გაუმარჯოს გამოყლევებულ ადამიანებს! 

ექსპერტი : ზოგადად გამოყლევებული ადამიანები ყოველთვის ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა რამდენიმე პრიმიტიული საკითხისა, ისახავენ მიზანს და მერე თავისი გამოყლევებული მეთოდებით ამ მიზანს აღწევენ. 

მე :  გაუმარჯოს გამოყლევებულ მეთოდებს და პრიმიტიულ საკითხებს! ვინ აძლევს ადამიანებს უფლებას გადაწყვიტონ ვინაა გამოყლევებული და ვინ პრიმიტულად აზროვენებს? 
 
ექსპერტი : მე. 

მე: მოდი დავთვალოთ.  ცხოვრებაში რამდენჯერ გადაგიწყვეტია, რომ ვიღაც ყლეა? 

ექსპერტი: ბევრჯერ 

მე : და რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა რომ გამოყლევებული ბევრად უკეთაა ვიდრე შენ 

ექსპერდი: სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა. ისინი არიან კარგად, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოყლევებულები არიან, ვერ ხედავენ, არ ესმით, კმაყოფილები არიან. შენ გინდა იყო ეგეთი გამოყლევებული? 

მე:  მე არცერთი მინდა. მე მარტო ის მინდა, რომ ჩემი ყველაფერი ყველაფერი იყოს და არა არაფერი. 


 

No comments:

Post a Comment