რიგით ქართველს შეუძლია დაიცვას შვილები გეებისგან, ქართველობის დაკარგვისგან, ბოროტი ამერიკისგან და გახრწნილი ევროპსიგან, მას შეუძლია იყოს თავისუფალი ქართული სტერეოტიპებისგან, დაიცვას თავი მომავალი უბედურებებისგან. ჩვენ მუდამ ვიბრძვით იმის წინააღმდეგ რაც გვძულს, და თითქმის რასდროს იმისთვის, რაც გვიყვარს.
ჩვენ გვძულს მტერი, მაგრამ არ გვიყვარს საკუთარი თავი. ჩვენი თავისუფლება, მუდამ ნეგატივითაა მოტივირებული.
ცხოვრებისგან გაბოროტებულ. დაბოღმილ ადამიანებს ვგავართ. მზად ვართ, საკუთარი თავი შევწიროთ მათ, ვინც ჩვენ აზრს არ იზიარებენ. ვიბძოლოთ ხმლით, მუშტით სიტყვით, ტაბურეტკით თუ ცინიზმით. დავცინით ადამიანებს რომელებიც რაღაცისგან თავისუფლები არ არიან და არაფერს ვაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის.

No comments:
Post a Comment