Thursday, June 16, 2011

Sometimes a Cigar Is Just a Cigar


ხანდახან სიგარა, არის მხოლოდ სიგარა

არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები და დასმულ კითხვას თითქმის ყოველთვის შეესაბმება ორი პასუხი.
კი.
ან არა.

და სრულებითაც არაა მართალი ფაქტი, რომ ყველაფერს აქვს თავის ახსნა, იმიტომ რომ ახსნა არაფერს არ აქვს.

არ არსებობს "იქნებ" და არ არ არსებობს "იმიტომ რომ"
არ არსებობს დედისეული საწყისები და ბავშვობისდროინდელი ტრამვები.
არსებობენ ადამიანები, რომელბსაც
ან უნდათ.
ან არა.

ყველაფერი მარტივი ყოველთვის არ ნიშნავს ჭეშმარიტს
მაგრამ
ყველაფერი ჭეშმარიტი ყოველთვის მარტივია.

არსებობენ სურვილები და არსებობენ ადამიანები
არსებობს ქმედებები და არსებობს შედეგები.
არსებობენ სენტიმენტები და არსებობენ რეალობები.
არსებობს სიყვარულები და არსებობს პასუხები.

არსებობენ ფაქტები და ჩვენდა სამწუხაროდ "იმიტომ რომები" არაფერს ცვლიან.


Wednesday, June 15, 2011

This Love Has Got No Ceiling

ისლანდიაში მინდა. 
მინდა გეიზერებს ვუყურებდე და ყოველი ამოხეთქვისას შიშით ვხტებოდე გვერდზე. 

ავსტრალიაში მინდა. 
მინდა ყველაზე მაგარი სერფერი ვიყო და 70 მეტრიან ტალღებს ვებრძოდე. 

მაჩუ პიჩუს ნახვა მინდა და ტიბეტელი ბერებისთვის ერთი-ორი ტკბილი სიტყვის მიძახებაც მინდა. 

მალამუტების ფერმა მინდა ალიასკაზე. 
დიდ მარხილს ვიყიდდი, მალამუტებს შევაბავდი, შიგნით თხილამურებს ჩავდებდი და მეც ჩავჯდებოდი
მერე შევეჯიბრებოდით რომელი უფრო მალე ჩამოვიდოდა ჩვენს ქოხამდე. 

პაპუა ახალ გვინეაში მინდა 
ყვითელსახიანი ტომების და გრძელკისრიანი ქალების ნახვა მინდა.

არგენტინა ბრაზილიის საზღვარზე მინდა. 
მინდა ხელები გავშალო და ყველაზე პაპსა სურათები გადავიღო იგუაზოს ფონზე.

კვირაში 3 ჯერ ბალიზე მინდა ვიარო.
ნაციონალური ცეკვების შესასწავლად. 

ბეიჯინგში მინდა.

დიდი ტერარიუმი მინდა.
ფრანგებით და ჩინელებით სავსე. 
დილით საუზმეთ ერთ კარგ, ქორფა ფრანგის ბაყვს რა ჯობია, მითუმეტეს როცა ბაყაყი ხარ. 

ვინგსიუთი მინდა-გრანდ კანიონში. 
ქარიშხალი კატრინა მინდა-ორი კვარტლით გვერზე.
ფსიქოდელური სოკოები მინდა - გოაზე.
ბეარ გრილსი მინდა ვიყო- 200 კაციანი გადამღები ჯგუფის გარეშე. 

კარპატების ნისლში მინდა დავიკარგო ისე, რომ სამაშველო რაზმმა ვერ მომაგნოს იქამდე, სანამ მეთვითონ არ მივაგნებ. 

მეტერჰორნზე მინდა ავფოფხდე- თოკების გარეშე 
და საკუთარი სისხლი ამოვასხა ვერტიკალურ ზღვარზე k2 დან. 
Rainbow Valley ზე მინდა ვიბოდიალო დიდი ხანი

მერე ამაყად გადავაბიჯო ფერად ცხედრებს და გზა გავაგრძელო ევერესტისკენ.





I love not man the less, but Nature more.

Thursday, June 9, 2011

Perpedomobile


ჩემს ოთახს არც თუ ისე მწარე მოგონებების კუთხე ჰქვია და უსახელო სადარბაზოს უსახელო სახურავზე დგას. 

ყოველ საღამოს შავ პოლიეთილენის პარკს ვავსებ მწარე მოგონებებით და ნაგვის ბუნკერში ვყრი.
 დილით გაღვიძებული დასუფთავების სამსახურზე ადრე მივრბივარ ბუნკერთან, ჯერ დიდი ხანი ვიქექები მერე კი თითეულ მწარე მოგონებას "არც ისე მწარეს" ვარქმევ, ჩარჩოში ვსვამ და კედელზე ვკიდებ.

ალკოჰოლში სისხლის შემცველობა და წარსულისეული დეჟავუები კარიბიელი კანიბალი ტომებივით დამტრიალებენ გარშემო. 

რეზინის ჩექმებით დავაბოტებ ჩემი ხელით შექმნილ ტალახიან გუბეებში.

აქ ყველაფერი მეორდება და ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. 

მე მივხვდი რომ არსებობს მოვლენები, რომელიც არასოდეს დამთავრდება და დიდი მონდომების მიუხედავად დასასრული მაინც არ უწერია. 
გამარჯობა, მე თამუნა ვარ და პერპენდომობილში ვცხოვორბ.

Wednesday, June 1, 2011

I Cheated Myself, Like I Knew I Would.

სივრცემ კიდევ ერთი წრე შემოარტყა დედამიწას, და როგორც ყოველთვის, ჩვეულ პოზიციაში დაბრუნდა. მან კარგად იცის რომ არსებობენ სხვა განზომილებები და სამყაროები, მაგრამ მყარად ჩაბეტონებულ პოზიციაში ყველაზე ამაყად და გამარჯვებულად გრძნობს თავს.

მყუდრო ოთახებში საათობით ვისერავთ თითებს და ფრჩხილებით ვჩხაპნით ასფალტს. 

და ყოველთვის არიან ადამაინები, რომელიც ფეხში ჩაგავლებენ და უმოწყალოდ მიგათრევენ იქიდან, საიდანაც შენი ჩათვლით ყველამ იცის რომ დროა წახვიდე.
ჩვენ კიდევ გვჯერა, რომ არსებობენ კარებები, რომელიც ჯერ არ გაგვიღია და ხალხი, როგორსაც ჯერ არ შევხვედრივართ.

გვჯერა მითების და პარალელურ სამყაროში მცხოვრები კარგი ადამიანების. 
გვჯერა, რომ გამარჯვება ერთ დღეს, მომღიმარი სახით დაგვეცემა თავში და გულის ყველაზე ღრმა კუთხეში მიმალულ ამაზრზენ ოცნებებსაც აგვისრულებს. 

გავა ბევრი ხვალიდან და გავა ორშაბათიც.
ჩვენ ისევ ჩავისხავთ იაფფასიან ალკოჰოლს და მივაყოლებთ ლიმონს. 
უპატრონოდ მთვრალები, გავყიდით სხეულს და დავცინებთ ყველას, ვისაც ოდესმე, ცოტათი მაინც ვყვარებივართ. 

It goes on and on like a rolling stone. 

Wednesday, May 25, 2011

One Eye Open and One Eye Closed

ისინი არასოდეს გაიღვიძებენ. 
ლექსიკონის კუთხეში მიიყუჟებიან და დაგინახავენ მაშინ როდესაც ყველაზე ცოტა იქნები. 
ისინი არასდროს მოვლენ შენთან გაღიმებული სახით და არც არაფერს გეტყვაინ. 
ისინი არ მოგიწყობენ ისტერიკას და არ დაგაფიქრებენ შენს მომავალზე..
ისინი არ დაითვლიან და არც ჰაერში გაისვრიან.
ისინი მოვლენ და დანას ფილტვებში გაგიყრიან. . 
არც მოჩვენებები არიან და არც განთიადის ბრტყელტერფა კლოუნები.
მათ ყველა სიტყვას მოჰყვება 24 საათიანი გარანტია
ისინი შუაღამისას, ბაბილონის წვერზე ადიან და თმებით მოათრევენ ნარკობარონ იეშუას. 
შემდეგ ართმევენ კოკაინს და ღოებივით იყნოსავენ.
აქლემმა უკვე ბევრჯერ გადააფურთხა და ერთი წვეთიც არ აუცილებია მიზანს
ზრდილობის გულისთვისაც კი.