ჩემს ოთახს არც თუ ისე მწარე მოგონებების კუთხე ჰქვია და უსახელო სადარბაზოს უსახელო სახურავზე დგას.
ყოველ საღამოს შავ პოლიეთილენის პარკს ვავსებ მწარე მოგონებებით და ნაგვის ბუნკერში ვყრი.
დილით გაღვიძებული დასუფთავების სამსახურზე ადრე მივრბივარ ბუნკერთან, ჯერ დიდი ხანი ვიქექები მერე კი თითეულ მწარე მოგონებას "არც ისე მწარეს" ვარქმევ, ჩარჩოში ვსვამ და კედელზე ვკიდებ.
რეზინის ჩექმებით დავაბოტებ ჩემი ხელით შექმნილ ტალახიან გუბეებში.
აქ ყველაფერი მეორდება და ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს.
მე მივხვდი რომ არსებობს მოვლენები, რომელიც არასოდეს დამთავრდება და დიდი მონდომების მიუხედავად დასასრული მაინც არ უწერია.
გამარჯობა, მე თამუნა ვარ და პერპენდომობილში ვცხოვორბ.

No comments:
Post a Comment