Wednesday, June 1, 2011

I Cheated Myself, Like I Knew I Would.

სივრცემ კიდევ ერთი წრე შემოარტყა დედამიწას, და როგორც ყოველთვის, ჩვეულ პოზიციაში დაბრუნდა. მან კარგად იცის რომ არსებობენ სხვა განზომილებები და სამყაროები, მაგრამ მყარად ჩაბეტონებულ პოზიციაში ყველაზე ამაყად და გამარჯვებულად გრძნობს თავს.

მყუდრო ოთახებში საათობით ვისერავთ თითებს და ფრჩხილებით ვჩხაპნით ასფალტს. 

და ყოველთვის არიან ადამაინები, რომელიც ფეხში ჩაგავლებენ და უმოწყალოდ მიგათრევენ იქიდან, საიდანაც შენი ჩათვლით ყველამ იცის რომ დროა წახვიდე.
ჩვენ კიდევ გვჯერა, რომ არსებობენ კარებები, რომელიც ჯერ არ გაგვიღია და ხალხი, როგორსაც ჯერ არ შევხვედრივართ.

გვჯერა მითების და პარალელურ სამყაროში მცხოვრები კარგი ადამიანების. 
გვჯერა, რომ გამარჯვება ერთ დღეს, მომღიმარი სახით დაგვეცემა თავში და გულის ყველაზე ღრმა კუთხეში მიმალულ ამაზრზენ ოცნებებსაც აგვისრულებს. 

გავა ბევრი ხვალიდან და გავა ორშაბათიც.
ჩვენ ისევ ჩავისხავთ იაფფასიან ალკოჰოლს და მივაყოლებთ ლიმონს. 
უპატრონოდ მთვრალები, გავყიდით სხეულს და დავცინებთ ყველას, ვისაც ოდესმე, ცოტათი მაინც ვყვარებივართ. 

It goes on and on like a rolling stone. 

No comments:

Post a Comment